უამრავი მძიმე, ტკივილის მომგვრელი თუ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით, დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში შეიძლება განიკურნოს.
თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევები გულისხმობს არამარტო ახალ მედიკამენტებს, დახვეწილ ტექნიკას ან ქირურგიულ პროცედურებს, არამედ ფართო სპექტრის დიაგნოსტიკურ პროცედურებს, რომელთა უმეტესობა
დაფუძნებულია მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიღწევებზე.
ასეთი პროცედურები ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა დაავადების ადრეულ სტადიაზე, მაგრამ როგორც წესი ყველაფერი ეს საჭიროებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებსა და დიდ
დანახარჯებს. მსგავსი დიაგნოსტიკური პროცედურების გართულებასთან დაკავშირებით , დღეისდღეისობით არსებობს დიდი სპეციალიზებული დიაგნოსტიკური ცენტრების შექმნის ტენდენცია,რომლებსაც
შესწევთ უნარი მოკლე დროში უზრუნველყონ დიაგნოსტირების მაღალი ხარისხი თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების სრული სპექტრის გამოყენებით.
ბიომედიცინის უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან საიმედო ტესტები, რომლებიც პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ განსაკუთრებულად ვართ
ფოკუსირებულნი ინფექციებზე, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. იმისთვის რომ ჩვენი მომსახურება საშუალო-და დაბალი სოციალური ფენის მოქალაქეებსაც შევთავაზოთ, მომსახურების ყველაზე
გონივრულ და ხელმისაწვდომ ფასებს გთავაზობთ.
ყველა იმ ადამიანს, ვინც მიმართავს ჩვენს ცენტრს, უზრუნველვყოფთ ძირითად დაავადებებზე დეტალური ინფორმაციით. ამ ფორმით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ არამარტო ექიმების
პასუხისმგებლობის გაზრდას, არამედ პაციენტთა გააქტიურებასაც დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
ქვემოთ მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია იმ დაავადებათა, ინფექციათა და პათოგენთა შესახებ რომლებიც შეიძლება აღმოჩენილ იქნენ ჩვენი დიაგნოსტიკური კვლევების მეშვეობით. ამავე დროს, პაციენტმა ასევე უნდა
იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას, ისევე როგორც საბოლოო დიაგნოზსა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნას.
ჩვენი ვებ-გვერდი რეკონსტრუქციის ქვეშაა და სასარგებლო ინფორმაცია პაციენტთათვის აუცილებლად განახლდება.
13.04.2017
https://www.cmdb-sou-edu.org/)
27.10.2016
ინტერვიუ გადაცემა დღის შოუში, ტელეკომპანია იმედზე, საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის, MD LAB თბილისის და MD LAB ქუთაისის დამფუძნებელ პროფესორ ულრიხ მარტინთან . სრული ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.
01.10.2014
ქუთაისის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა
01.09.2013
თბილისის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა
01.10.2014
MOLECULAR DIAGNOSTICS LAB KUTAISI opened
01.09.2013
MOLECULAR DIAGNOSTICS LAB TIBILISI opened