თბილისის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია:თქვენი პარტნიორი PCR და ციტოლოგიურ დიაგნოსტიკაში

თბილისის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ლიცენზირებული სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაა, რომელიც გთავაზობთ PCR-ზე დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო ტესტებს, რომელიც განკუთვნილ იქნება კლინიკებისა და სამედიცინო მუშაკებისათვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

 

ჩვენი ლაბორატორია გთავაზობთ უმაღლესი დონის სერტიფიცირებულ და მრავალფეროვან სადიაგნოსტიკო ტესტებს, რომლებიც უმეტესად წარმოებულია ევროპელი პროვაიდერების მიერ ან ასევე წარმოებული და ლიცენზირებულია საქართველოში. ლაბორატორია დაფუძნდა 2011 წელს და ოფიციალური ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ მიანიჭა 2013 წელს.

 

ჩვენი სადიაგნოსტიკო პროცედურები ოპტიმიზირებულია ცნობილ გერმანელ მეცნიერებთან თანამშრომლობით და აკმაყოფილებს გამოცდილებისა და წარმოების ყველანაირ სტანდარტებს.

 

ჩვენი მიზანია გავახანგრძლივოთ და გავაუმჯობესოთ ადამიანთა სიცოცხლე საქართველოში, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის ფინანსების დაზოგვას დაავადების ადრეული დიაგნოსტირებითა და საიმედო ტექნოლოგიების შეთავაზებით. ჩვენ ასევე ფოკუსირებულნი ვართ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე, რომელთა ადრეულ სტადიაზე დაუდგენლობის და ადეკვატური მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შესაძლოა შედეგი ლეტალური იყოს.